2014 წლის აპრილში ევროკავშირი  (EU) და ევროპის საბჭო  (CoE) განზრახთვათა თაობაზე განაცხადში შეთანხმდნენ ‘პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს’ ფარგლებში (PCF) მიზნობრივ თანამშრომლობაზე  ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგ ქვეყნებთან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდავეთის რესპუბლიკა, უკრაინაა და ბელორუსია. 

ზემოთხსენებული ქვეყნები, გარდა ბელორუსიისა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან და ზემოთხსენებული თანამშრომლობა გააძლიერებს ამ ქვეყნების შესაძლებლობებს განახორციელონ საშინაო რეფორმები რათა უფრო მიუახლოვდნენ ევროსაბჭოს და ევროკავშირის სტანდარტებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარგში.

   PCF განხორციელდება ორ ფაზად: 2015-2017 წწ.  და 2018-2020 წწ.  შუალედური შეფასება მოხდება 2017 წელს, საბოლოო კი 2020 წელს. განხორციელების პირველი ფაზის (2015-2017) ბიუჯეტი შეადგენს 33.8 მილიონ ევროს.  PCF-ს დაფინანსების 90% ხდება ევროკავშირის მიერ, 10% - ევრისაბჭოს მიერ.  პროექტს განახორციელებს ევროსაბჭო. 

  PCF-თვის ევროსაბჭომ განსაზღვრა თანამშრომლობის ხუთი პრიორიტეტული სფერო („თემა“). ეს ხუთი თემა შეიცავს 15 ქვე-თემას, რომლებიც მიმართულია 50 კონკრეტული ქვეყნისა და რეგიონიდან გამომდინარე მოქმედებებზე.

„ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის დაფინანსებით. აქ გამოთქმული თვალსაზრისი არ ასახავს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ოფიციალურ მოსაზრებას“.

Web Content Display Web Content Display
PGG visual identity
Web Content Display Web Content Display
EU Eastern Partnership logo
Web Content Display Web Content Display