Ukraine
ადამიანის უფლებათა კომისარი
მისი მანდატის ნაწილის სახით, კომისარი ახორციელებს ქვეყნებში ვიზიტებს, რათა მოახდინოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი და გამართოს დიალოგი ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) ახორციელებს წევრი სახელმწიფოების მიერ ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგს, რათა გააუმჯობესოს მისი წევრების კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანობა.
ბრძოლა ფულის გათეთრების წინააღმდეგ
MONEYVAL-ის ექსპერტთა კომიტეტი აფასებს ქვეყნის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიღებული ზომების ეფექტურობას ევროპის საბჭოს იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც არ არიან ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) წევრები. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც MONEYVAL-ის წევრები არიან, მაგრამ შემდგომში გახდნენ FATF-ის წევრები შეუძლიათ აირჩიონ MONEYVAL-ის სრული წევრობის შენარჩუნება. წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებსა და სხვა წევრობის არმქონე სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან FATF-ის წევრები გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი წევრობის შესახებ.
დემოკრატია კანონის მეშვეობით
ევროპული კომისია დემოკრატიისათვის კანონის მეშვეობით - ვენეციის კომისია - წარმოადგენს მრჩეველ ორგანოს საკონსტიტუციო საკითხებზე, რომელიც წამყვან როლს თამაშობს კონსტიტუციების მიღებაში, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროპის კონსტიტუციური მემკვიდრეობის სტანდარტებს
სოციალური უფლებების დაცვა
ევროპული სოციალური ქარტია წარმოადგენს ევროპის საბჭოს შეთახმებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა დაცვას. იგი მიღებულ იქნას 1961 წელს და შესწორებულ იქნა 1996 წელს. სოციალურ უფლებათა ევროპული კომისია განაგებს ევროპულ სოციალურ ქარტიასთან, 1988 წლის დამატებით ოქმსა და შესწორებულ ევროპულ სოციალურ ქარტიასთან სახელმწიფოებში სიტუაციის შესაბამისობას.
საინფორმაციო ბიულეტენი - უკრაინა და ევროპული სოციალური ქარტია
სოციალურ უფლებათა ევროპული კომისიის დასკვნები
ეფექტური მართლმსაჯულების ევროპული კომისია (CEPEJ)
CEPEJ-ის მიზანია წევრ სახელმწიფოებში მართლმსაჯულების ეფექტურობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესება.
ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭო (CCPE)
ეს მინისტრთა კომიტეტის საკონსულტაციო ორგანო ამზადებს შეხედულებებს, ხელს უწყობს სისხლის სამართლის სისტემაში სახელმწიფო ბრალდების როლის შესახებ რეკომენდაციის (2000)19შესრულებას და აგროვებს ინფორმაციას ევროპაში პროკურატურის სამსახურების ფუნქციონირების შესახებ.
წამების პრევენცია
ევროპული კომისია წამების პრევენციისათვის ახორციელებს ვიზიტებს დაკავების ადგილებში (არასრულწლოვანთა და ემიგრანტთა დაკავების ადგილებში, პოლიციის განყოფილებებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში), რათა შეაფასოს თუ როგორ ეპყრობიან თავისუფლება აღკვეთილ პირებს.
ბრძოლა რასიზმის წინააღმდეგ
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) წარმოადგენს დამოუკიდებელ მონიტორინგის ორგანოს, რომელიც წევრ სახელმწიფოებს აწვდის კონკრეტულ და პრაქტიკულ რჩევას თუ როგორ მიუდგნენ რასიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემებს მათ ქვეყანაში.
ECRI-ის დასკვნები და ანგარიშები უკრაინის შესახებ
უმცირესობათა დაცვა
ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვისათვის იძლევა მონიტორინგის სისტემას, რათა შეფასდეს თუ როგორ ხორციელდება შეთანხმების დანერგვა მხარე სახელმწიფოებში. საკონსულტაციო კომიტეტი იღებს რეკომენდაციებს თუ როგორ გაუმჯობესდეს უმცირესობათა დაცვა.
საპარლამენტო ასამბლეა
ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესი
უკრაინის დელეგაცია, მონიტორინგის ანგარიშები, არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშები და რეკომენდაციები
Mr Serhii SAIENKO
Deputy Director
EU Regional Policies and Strategies
Directorate General for the EU and NATO
Ministry of Foreign Affairs of Ukraine