2015 წლის 10 სექტემბერს სტრასბურგში ჩატარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სასამაღრთლო რეფორმის შესახებ რეგიონალური დიალოგის პროცესის გახსნითი კონფერენცია, რომელიც მისცემს სტარტს სასამართლო რეფორმის რეგიონალური დიალოგის პროექტს.
პროექტი გააერთიანებს იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის, სასამართლო თვითმმართველი ორგანოების და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდავეთის რესპუბლიკა, უკრაინა და ბელორუსია), მოხდება სასამართლო სისტემის საკითხების გაზიარება რათა შეიქმნას ფორუმი დიალოგისთვის და მოხდეს გამოცდილების და ცოდნის გაცვლა.
გასხნითი კონფერენცია იქნება დიალოგის პროცესის დასაწყისი და უზრუნველჰყოფს ბოლო მოვლენების, გამოწვევების და სასამართლო რეფორმების პროცესებთან დაკავშირებით მიღებული გამოცდილების შესახებ ინფორმაციისა და იდეების გაცვლის ფართო ფორუმს; ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაზიარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე სასამართლო რეფორმის პროცესების შესახებ.
მეორე დღეს პროექტის რეგიონალური საინიციატივო ჯგუფი (RSG), რომელიც აერთიანებს სასამართლო სისტემის, იუსტიციის სამინისტროს და საადვიკატო ასოციაციის წარმომადგენლებს ექვსი ქვეყნიდან, ჩაატარებს პირველ სხდომას სამუშაო გეგმის შესათანხმებლად და პრობლემური საკითხების შესარჩევად, რომლის შესწავლა მოხდება პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, შემუშავდება რეკომენდაციები ეროვნული რეფორმის პროცესის გასაძლიერებლად.
აღნიშნული ღონისძიებები ტარდება ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ იუსტიციის სისტემების რეფორმა - რეგიონალური განზომილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისთვის“, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის და ევროსაბჭოს მიერ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდავეთის რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში.
