Back სასამართლოს ეფექტურობის შესწავლის პროგრამის დაწყება CEPEJ საშუალებების გამოყენებით საპილოტე სასამართლოში

სასამართლოს ეფექტურობის შესწავლის პროგრამის დაწყება  CEPEJ საშუალებების გამოყენებით საპილოტე სასამართლოში

1-3 სექტემბერს ევროპული კომისიის ექსპერტები მართლმსაჯულების  ეფექტურობის საკითხებში (CEPEJ) ეწვივნენ კიდევ სამ სხვა საპილოტე სასამართლოს (სოროკას საოლქო სასამართლო, კაჰულის სააპელაციო სასამართლო და იალოვენის საოლქო სასამართლო) და განიხილეს მიმდინარე სასამართოს მართვის მეთოდები და CEPEJ-ს გამოყენების ეფექტურობის და ხარისხის დონე მართლმსაჯულებასა და სასამართლოებში.

 ეს გახლავთ ექსპერტთა მეორე ვიზიტი  მოლდავეთის  რესპუბლიკაში ერთობლივი პროექტის ფარგლებში „მართლმსაჯულების ეფექტურობის გაძლიერება და იურისტის პროფესიის მხარდაჭერა  მოლდავეთის რესპუბლიკაში“, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ, და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ.

პროექტის ფარგლებში შედგა ვიზიტი ექვსივე საპილოტე სასამართლოში და CEPEJ ჯგუფს მიეწოდა მოთხოვნილი  2010-2014  წლების  სტატისტიკული მონაცემები, ასევე მოხდა მართლმსაჯულების მართვასთან დაკავშირებით 15 შერჩეული  SATURN-ის რეკომენდაციების შესრულების დონის თვითშეფასება. 2015 წლის 4 სექტემბერს CEPEJ-ის ექსპერტებმა ჩაატარეს სემინარი  მოლდავეთის რესპუბლიკის საპილოტე სასამართლოებში CEPEJ-ის იმპლემენტაციის თაობაზე სასწავლო პროგრამის დასაწყებად.

CEPEJ-ის ექსპერტებმა წარმოადგინეს სასამართლოს ეფექტურობის ყველაზე  მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მეთოდები და შედეგები (დანაშაულის გახსნის პროცენტი, განკარგვის დრო, გასაჩივრების კოეფიციენტი, თითო მოსამართლესთან არსებულო სასამართლო საქმეების რაოდენობა და სხ.) საპილოტე სასამართლოებთან მიმართებაში, გამოავლინეს უზუსტობები მიწოდებულ მონაცემებში (სასამართლო სტატისტიკის ხარისხი) და განიხილეს კითხვარის პასუხები სასამართლო მართვის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.

შემდეგ ეტაპზე CEPEJ-ის ექსპერტები შეადგენენ ინდივიდუალური  ინსტრუქტირების  აქტებს, რომლებიც განხილული და დამტკიცებული იქნება საპილოტე სასამართლოების მიერ.  ეს აქტები წარმოადგენს  CEPEJ-ის მეთოდების შემდგომი გამოყენების რეკომენდაციებს საპილოტე სასამართლოს მიერ. სასამართლოს ინსტრუქციების აქტების დამტკიცების შემდეგ, საპილოტე სასამართლო პროექტის მხარდაჭერით განაგრძობს 2016 წლის კურსის იმპლემენტაციას. 

2015 წლის 4 სექტემბრის სემინარის მონაწილეების სია.

მოლდოვა 1-4 სექტემბერს 2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page