Back სასჯელაღსრულების დაწესებულებათა 200-მდე თანამშრომელი გადამზადდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მართვის საკითხებზე

სასჯელაღსრულების დაწესებულებათა 200-მდე თანამშრომელი გადამზადდა  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მართვის საკითხებზე

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით,  7-დან 15 თებერვლამდე პერიოდში, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დირექტორებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მართვის საკითხებზე 8 ტრენინგი გაიმართა. სულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 200-მდე თანამშრომელმა, დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს დაწესებულებებიდან.

მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რომელთა შორის აღსანიშნავია ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა მდგომარეობის შეფასება და მკურნალობა, სამედიცინო შემოწმება ციხეში მიღებისას, ფსიქიატრიული ჯანდაცვა და მკურნალობის გეგმები, თერაპიული და ფსიქო-სარეაბილიტაციო აქტივობები დაწესებულებებში და ა.შ.

6 თვის შემდეგ იგეგმება განმეორებითი ტრენინგების ჩატარება ცოდნის გასაღრმავებლად.

სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლები, ტრენინგის გავლის შემდეგ, შეძლებენ უკეთ გაიცნობიერონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ამ პრობლემების მქონე პატიმართა საჭიროებები. მათ შეიძინეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია ამგვარ პატიმრებთან უკეთ ურთიერთობისათვის. არსებობს მოლოდინი, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა უკეთ გაგებისა და მართვის შედეგად გაუმჯობესდება მათი და, შესაბამისად, ციხეში მყოფი სხვა ადამიანების   სიცოცხლის ხარისხი. ეს აგრეთვე  დაეხმარება სტიგმისა და დისკრიმინაციის შესუსტებას, რაც ხშირად სწორედ ფსიქიკურ აშლილობას უკავშირდება. საბოლოოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების საჭიროებათა დაკმაყოფილება გაზრდის საზოგადოებაში წარმატებული რეინტეგრაციის შანსს გათავისუფლების შემდეგ  და შეამცირებს დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობას.

ეს ღონისძიება ევროპის საბჭოს იმ აქტივობათა შორისაა, რომლებიც საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. იგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის.

 ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად!

Georgia 7-15 February 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page