Back ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა „ატლანტისი“-ს გახსნა

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა „ატლანტისი“-ს გახსნა

20 მაისი, 2016 წელი, თბილისიდღეს, 2016 წლის 20 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ სასჯელაღსრულების 2 დაწესებულებაში ოფიციალურად გახსნა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა „ატლანტისი“.

პროგრამა „ატლანტისი“-ს მიზანია ფსიქო-აქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულების ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია. მსჯავრდებულებს, რომლებიც ერთვებიან პროგრამაში, უწევთ 12 ნაბიჯის გავლა, რომელიც წამალ-დამოკიდებულების აღიარებით იწყება, გრძელდება მისი გააზრებით და მიმართულია პრობლემის სრული დაძლევისაკენ. პროგრამა 2005 წლიდან სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში ხორციელდებოდა. მისი წარმატებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროგრამის გაგრძელება და გაფართოება სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიაში შევიდა.

პროგრამის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით სასჯელაღსრულების სამინისტროსა და მისი დეპარტამენტების, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით შემუშავდა „ატლანტისი“-ს პენიტენციალურ სისტემაში  დანერგვისათვის საჭირო სამართლებრივი დოკუმენტები. ამავდროულად, პენიტენციური სისტემის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ თანამშრომლები (ჯამში 18 მსმენელი) 10 დღიანი ტრენინგის ფარგლებში გადამზადდნენ ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა „ატალნტისი“-ს (12 ნაბიჯი)  განხორციელებისთვის საჭირო უნარებში.

პროგრამის ამოქმედება იგეგმება სხვა პენიტენციალურ დაწესებულებებშიც.

თბილისი 20 მაისი, 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page