Back ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენების ხელშეწყობის, იურისტების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით

ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენების ხელშეწყობის, იურისტების შესაძლებლობების გაძლიერებისა და ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით

თბილისი, 2017 წლის 3 ნოემბერი - დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროპის საბჭომ წარმოადგინეს 2015-2017 წლებში განხორციელებული რვა ერთობლივი პროექტის შედეგები, რომელთა ბიუჯეტმაც 3.7 მილიონი ევრო შეადგინა. ბიუჯეტის 90% ევროკავშირმა დააფინანსა, ხოლო 10% კი - ევროპის საბჭოს. პროექტები ხორციელდებოდა ევროპის საბჭოს მიერ.

პროექტებმა ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გაძლიერებას; ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესება; ფულის გათეთრებისა წინააღმდეგ ბრძოლას; მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ამაღლებას; ინტერნეტის თავისუფლების დაცვას; ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ განაცხადა: "ჩვენ დღეს ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან სამწლიან მჭიდრო თანამშრომლობას და შედეგები ძალიან პოზიტიურია. ‘პარტნიორობამ კარგი მმართველობისთვის’ საშუალება მისცა ევროპის საბჭოს და ევროკავშირს ეთანამშრომლა რიგ ადგილობრივ პარტნიორთან, მათ შორის სამინისტროებსა და საჯარო დაწესებულებებთან, მედიასა და იურისტებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შედეგად, გაუმჯობესდა და გაძლიერდა ქართველი პარტნიორების შესაძლებლობა უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა,  გაძლიერდა დემოკრატია და კანონის უზენაესობა ბევრი სფეროში.’ მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მზადყოფნას გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასა და სხვა მხარეებთან.

ევროკავშირის სახელით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი,  ვინსენტ რეი.

პროექტების შედეგების მიხედვით 1300-ზე მეტმა იურისტმა (მოსამართლე, პროკურორი, იურისტი) გაიღრმავა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა დებულებებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა; განახლდა ელექტრონული საგამოცდო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ელექტრონულად ჩატარებას და შედეგების ავტომატურ შეფასებას; 100-ზე მეტ სტუდენტს ჩაუტარდა ტრენინგი მედიის ანგარიშგებაში კულტურული და გენდერული სტერეოტიპების თავიდან აცილების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესახებ; ექსპერტების მხარდაჭერით აღმოუჩნდა ხელისუფებას ჯანდაცვის ხარისხის კონტროლის  და ციხეებში კრიზისების მართვის სტრატეგიების განვითარებაში; სამართლებრივი მხარდაჭერა გაეწია 2016 წლის ოქტობრის საპარლამენტო და 2017 წლის სექტემბრის ადგილობრივ არჩევნებს; ჩატარდა ქართული ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სამი სესია; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდა, რომელიც 2018 წელსა გაგრძელდება, როდესაც ეროვნული მექანიზმის შემუშავების რისკების შეფასება დასრულდება.

2014 წლის აპრილში, ევროკავშირი და ევროპის საბჭო შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში მათი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. 8 ადგილობრივი პროექტის გარდა, საქართველო ასევე მონაწილეობს 14 რეგიონულ პროექტში.

 ფაქტები საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგების შესახებ
 ფაქტები რეგიონალური პროექტების შედეგების შესახებ, რომელშიც საქართველო მონაწილეობდა

Tbilisi წლის 3 ნოემბერი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page