როგორ უნდა ებრძოლონ აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნები კიბერდანაშაულს ერთად? ეს თემა განიხილება პროექტის დაწყების ღონისძიებაზე ბუხარესტში, რუმინეთი (2015 წ. 9-11 სექტემბერი).
სასამართლო და პოლიციის ექსპერტები EAP-ის ექვსი ქვეყნიდან - სომხეთი, აზერბაიჯანი,ბელორუსია, საქართველო, მოლდავეთის რესპუბლიკა და უკრაინა, პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების წარმომადგენლების მხარდაჭერით ჩაატარებენ პროცედურების და ინსტიტუციების დეტალურ განხილვას, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო თანამშრომლობასთან კიბერდანაშაულისა და ელექტრონული სამხილის სფეროში.
ეს შეხვედრა შედგა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კიბერდანაშაულის წინააღნდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესების ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში (Cybercrime@EAP II).
პროექტი ხორციელდება რუმინეთში ევროსაბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ბიუროს მიერ. შეხვედრა პრესისთვის ღია იქნება 9-დან 1 საათამდე ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, სასტუმროში „Novotel“. სხდომის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მის ვებგვერდზე.
პრეს კონტაქტი: ესტელ სტეინერი, ტელ. +33 3 88 41 33 35.