აზერბაიჯანის იუსტიციის აკადემიის მომავალი ინსტრუქტორების ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს ორდღიან სამუშაო ვიზიტში ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოსა და ევროპის საბჭოში 2015 წლის 15-16 სექტემბერს. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოს ფუნქციონირებას, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ეროვნულ პრეცედენტულ სამართალზე და ადამიანის უფლებების ადგილობრივ იმპლემენტაციაზე.
მონაწილეები დაესწრებიან დიდი პალატის მოსმენას და პრეზენტაციებს სხვადასხვა თემებზე ევროსაბჭოს სამდივნოს წარმომადგენლების მიერ. ეს სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის და ევროსაბჭოს პროექტის ნაწილია ‘ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის და ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გამოყენება აზერბაიჯანში’.
ეს პროექტი სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდავეთის რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ნაწილია და ფინანსდება ევროკავშირის და ევროსაბჭოს მიერ.
