ევროსაბჭოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროსაბჭო და ევროკავშირი (EU) დამოუკიდებელი ორგანიზაციებია, რომლებსაც განსხვავებული, თუმცა ურთიერთშემავსებელი ფუნქციები გააჩნია.
- ევრო საბჭო მუშაობს თავის 47 წევრ სახელმწიფოსთან ერთად ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად მთელ კონტინენტზე და მის ფარგლებს გარეთ.
- ევროკავშირი აერთიანებს 28 წევრ ქვეყანას ეკონომიკურად და პოლიტიკურად მათი კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწის გზით პოლიტიკის გარკვეულ სფეროებში.
- ევროკავშირმა შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსიასთან, საქართველოსთან, მოლდავეთის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან.
- ეს ორი ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საერთო ინტერესის სფეროებში, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარების დარგში ევროპასა და მის მეზობელ რეგიონებში.
- ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ხელს უწყობს თითოეულ ორგანიზაციას გამოიყენოს ერთმანეთის ძლიერი მხარეები და ამგვარად მხარი დაუჭიროს ერთმანეთის საქმიანობას.
პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს შესახებ (PCF)
როგორ მუშაობს PCF?
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა არის პოლიტიკური ინიციატივა, რომელმაც სათავე აიღო პრაღის სამიტზე 2009 წლის მაისში. ის წარმოადგენს ევროკავშირის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) აღმოსავლეთ სივრცეს და ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა. 2014-2020 წლების პერიოდისთვის ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი (ENI) წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის საკვანძო ფინანსურ ინსტრუმენტს.
2014 წლის აპრილში ევროკავშირი (EU) და ევროსაბჭო (CoE) განზრახვათა თაობაზე განაცხადში შეთანხმდნენ მიზნობრივ თანამშრობლობაზე EU-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან - განხორციელდება ევროსაბჭოს მიერ ‘პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს’ ფარგლებში (PCF).
PCF-ს განხორციელება მოხდება ორ ფაზად: 2015-2017 და 2018-2020. შუალედური შეფასება მოხდება 2017 წელს, საბოლოო კი 2020 წელს. განხორციელების პირველი ფაზის (2015-2017) ბიუჯეტი შეადგენს 33.8 მილიონ ევროს. PCF-ს დაფინანსების 90% ხდება ევროკავშირის მიერ, 10% - ევრისაბჭოს მიერ. პროექტს განახორციელებს ევროსაბჭო.
PCF-ის მოქმედებები, როგორც კონკრეტულ ქვეყანაში, ისე რეგიონში, იგეგმება ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე, ევროპის საბჭოს კონკრეტული ქვეყნისთვის გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის და ევროპის კავშირის კონკრეტული ქვეყნისთვის გათვალისწინებული ყოველწლიური მოქმედების პროგრამის (AAP), ასევე მათ მიერ ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.
ევროსაბჭოს მოქმედების გეგმა შედგენილია ევროსაბჭოს მონიტორინგის ორგანოების მიერ გაკეთებული დასკვნების და რეკომენდაციების საფუძველზე და შეესაბამება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგს.
ევროსაბჭოს მონიტორინგის ორგანოები
ევროსაბჭოს მონიტორინგის ორგანოები შედგება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან, რომლებიც მონიტორინგს უწევენ ევროსაბჭოს კონვენციების განხორციელებას წევრი სახელმწიფოების მიერ და გასცემენ რეკომენდაციებს. მონიტორინგის ორგანოებში შედის: სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO); ევროკომისია მართლმსაჯულების ეფექტურობის საკითხებში (CDPEJ); ევროპის კომიტეტი წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის საკითხებში (CPT); ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA); ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ზომების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL); ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი (FCNM); ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI); ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის კონვენცია (GREVIO); აგრეთვე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო.
რას გააკეთებს PCF?
PCF-ს საქმიანობა უზრუნველყოფს ფართო და საფუძვლიან გამოცდილებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინსტიტუციების გასაძლიერებლად შიდა რეფორმების გატარების მიზნით და ამ ქვეყნების მეტად დაახლოვებას ევროსაბჭოს და ავროკავშირის სტანდარტებთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარგში. ეს მიიღწევა სხვადასხვა საქმიანობის საშუალებით: კომფერენციები, სემინარები, სამუშაო ჯგუფები, კონტაქტების დამყარება, ანალიტიკური მოხსენებები და სასწავლო სემინარები, რომლებსაც ატარებენ ევროსაბჭოს თანამშრომლები და საერთაშორისო ექსპერტები.
რეფორმების განხორციელების პროცესში ჩართულნი არიან ადგილობრივი პარტნიორები: პარლამენტი, სამთავრობო უწყებები ყველა დონეზე (იუსტიციის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და ცოსიალური დაცვის სამინისტროები და საჯარო ადმინისტრაცია), საჯარო ინსტიტუციები შესაბამის სფეროებში, როგორიცაა ანტიკორუფციული და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოები, საჯარო პროკურორი, სამართალდამცავი სააგენტოები, პენიტენციური ადმინისტრაცია, ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო კომისიები, სახალხო დამცველები, სასამართლო საზოგადოება, მართლმსაჯულების თვითმმართველობის ორგანოები, იურისტები, მედია, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები და ფართო საზოგადოება.
ვინ უწევს PCF-ს კოორდინირებას?
შეიქმნება მუდმივი კოორდინირების მექანიზმი ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ევრო საბჭოს საველე ოფისების, ევროკავშირის წარმომადგენლებისა და PCF-ს ადგილობრივ კოორდინატორებს შორის სრული და კომპლექსური კოორდინირების უზრუნველსაყოფად ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ადგილობრივ პარტნიორებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.
ეს ხელს შეუწყობს წარმატებულ ერთობლივ საქმიანობას ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
რამდენად მდგრადია შედეგები?
ადგილობრივი პარტნიორების მონაწილეობა რეფორმების პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია PCF-ს შედეგზე ორიენტირებულ განხორციელებასა და მდგრადობისთვის. PCF-ს საქმიანობა მიმართულია ეროვნული სამართლებრივი სტრუქტურების და ეროვნული ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, პარტნიორების და ადგილობრივი დაინტერესებული წრეების პროფესიული ცოდნის და გამოცდილების ამაღლებაზე. მდგრადობის მიღწევა შეიძლება ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ამაღლებისა და ადგილობრივი პერსონალის მომზადების გზით.
PCF წვლილს შეიტანს ადგილობრივი პარტნიორების ცოდნისა და შესაძლებლობების ამაღლებაში, რაც ხელს შეუწყობს მათი მიზნების განხორციელებას ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით, PCF-ს ვადის ამოწურვის შემდეგაც.