Back მოლდავეთის ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა: კლიენტის კონფიდენციალობის და პირადი მონაცემების გაძლიერებული დაცვის მიმართულებით

მოლდავეთის ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა: კლიენტის კონფიდენციალობის და პირადი მონაცემების გაძლიერებული დაცვის მიმართულებით

2015 წლის 3 აგვისტოს პროექტის ფარგლებში  „მოლდავეთის  ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“ კიშინიოვში ჩატარდა სემინარი დისციპლინარული პროცედურების კონტექსტში  პერსონალური მონაცემების და პროფესიული საიდუმლოების დაცვის საკითხებზე.

ინტერაქტიური სემინარი განკუთვნილი იყო კონკრეტულად მოლდავეთის ადვოკატთა ასოციაციის ეთიკისა და დისციპლინის კომისიის წევრებისთვის და წარიმართა მათი აქტიური მონაწილეობით. სემინარს უძღვებოდა ქ-ნი ოლგა დემიანი, ევროსაბჭოს კონსულტანტი. ღონისძიების მიზანი იყო ადვოკატების მიმართ დისციპლინური პროცედურების შეფასების შედეგების განხილვა და ევროსტანდარტებისა და გამოცდილების მიწოდება ეთიკისა და დისციპლინის კომისიისთვის. ეროვნული სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ხარვეზები და შეუსაბამობა და დაისახა მათი გამოსწორების გზები.

კერძოდ, შეთანხმდნენ იმაზე, რომ საბოლოო დასკვნა აისახება მოხსენებაში და მიეწოდება დაინტერესებულ მხარეებს განსახორციელებლად. კონსულტანტი განაგრძობს ეთიკისა და დისციპლინის კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერას პროცედურების დახვეწისა და ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ეთიკისა და დისციპლინის კომისიის წევრებმა არაერთგზის აღნიშნეს ადვოკატთა ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა კონფიდენციალურობასთან და პირადი მონაცემების დაცვასთან მიმართებაში.

პროექტის „მოლდავეთის რესპუბლიკაში მართლმსაჯულების ეფექტურობის გაძლიერება და იურისტის პროფესიის მხარდაჭერა“  კომპონენტი „მოლდოვის ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“ ფინანსდება სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდავეთის რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოში.  ევროპის კავშირი და ევროპის საბჭო პარტნიორობას უწევენ  სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს,  მოლდავეთის რესპუბლიკას, უკრაინას და ბელორუსიას და ხელს უწყობენ მათ ევროსაბჭოს სტანდარტების მიღწევაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარგში და მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებაში.  

კიშინიოვში 2015 წლის 3
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page