Back აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის რეგიონალური შესწავლა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის რეგიონალური შესწავლა

2015 წლის 20-21 ივლისს თბილისში შედგება სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის რეგიონალური შესწავლის მოსამზადებლად. ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებულია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „საარჩევნო კანონმდებლობის და პრაქტიკის რეფორმირება, საარჩევნო საკითხებში რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება“, მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროკავშირის ექსპერტები, გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტისა და გენდერული თანასწორობის კომისიის ექსპერტები.

კვლევის მიზანია წარმოადგინოს ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში და ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ისევე როგორც გამოავლინოს ქალთა მონაწილეობის და წარმომადგენლობის ხელშემშლელი ფაქტორები.

კვლევა წარიმართება ორ დონეზე: 1)საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და 2) ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობები. ეს პროექტი  ევროკავშირის და ევროსაბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ნაწილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

თბილისი, საქართველო 20 - 21 ივლისი 2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page