Back რეკომენდაციები უკრაინის პოლიციური სამართლის თაობაზე

რეკომენდაციები უკრაინის პოლიციური სამართლის თაობაზე

სამართლებრივი დასკვნა უკრაინის კანონპროექტებზე: „ეროვნული პოლიცია“ და „შინაგან საქმეთა ორგანოები“ მომზადდა საერთაშორისო ექსპერტების ბ-ნი რალფ როშეს და ბ-ნი ფრანჩესკ გუილენ ლასიერას მიერ. სამართლებრივი დასკვნა შეიცავს ორივე კანონპროექტის საკვანძო დებულებების ღრმა  ანალიზს და მათი შესწორებების შესახებ რეკომენდაციებს ევროპის ადამიანის უფლებების სტანდარტების, პოლიციის ეთიკის ევროპის კოდექსის და ამ სფეროში გამოცდილების შესაბამისად.

სამართლებრივი დასკვნა გადაეცა პარლამენტის კომიტეტს სამართალდამცავი სტრუქტურების საკანონმდებლო მხარდაჭერის დარგში, იმისთვის რომ რეკომენდაციები გათვალისწინებული ყოფილიყო უკრაინის კანონის შესწორებულ ვარიანტში „ეროვნული პოლიციის“ შესახებ, რომელიც მიღებული იქნა 2015 წლის 2 ივლისს, ისევე როგორც სხვა შესაბამისი კანონმდებლობა. 

ეს სამართლებრივი დასკვნა მომზადდა ევროკავშირის და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის  ფარგლებში  „უკრაინაში ევროპის ადამიანის უფლებების სტანდარტების იმპლემენტაციის გაძლიერება“.   ეს პროექტი სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდავეთის რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ნაწილია და ფინანსდება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ.

კიევში
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page