2015 წლის 21 და 22 ივლისს ევროსაბჭოს ორგანიზებით და ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კახეთში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურენოვანი მოსახლეობისთვის რეგიონალური და ეროვნული უმცირესობების ენებისთვის ევროპის ქარტიის გასაცნობად. 1999 წელს ევროსაბჭოში შესვლისას საქართველომ აიღო ვალდებულება ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიცირების შესახებ. როგორც ევროსაბჭოს ერთერთი საკვანძო კონვენცია, ქარტია მიზნად ისახავს უმცირესობების ენების, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, დაცვას.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურენოვან მოსახლეობას აუხსნეს თუ როგორ დაეხმარება მათ ქარტია საკუთარი ენის დაცვაში. ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურენოვან მოსახლეობას ასევე მიეცა შესაძლებლობა წარედგინათ მიმდინარე მდგომარეობა და საშუალოვადიანი პერსპექტივა ენებთან მიმართებაში.
განხილვის დროს ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურენოვანი მოსახლეობის და ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ქარტიის რატიფიცირებას საქართველოს მიერ.
შეხვედრა შედგა ევრიკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „ საქართველოში ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია და ევროპული ქარტია რეგიონალური ან უმცირესობების ენებისთვის“.
2015 წლის სექტემბერში მსგავსი ღონისძიებები ჩატარდება ბოლნისში (ქვემო ქართლის რეგიონი) აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობისთვის და ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისთვის.
ეს პროექტი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ნაწილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.