Back ექსპერტების ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

ექსპერტების ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2015 წლის 21-24 ივლისს მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროკომისიის ექსპერტთა (CEPEJ)  დელეგაცია ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკას პროექტის ფარგლებში „აზერბაიჯანში სასამართლოს ეფექტურობის ამაღლების, მოსამართლეების მომზადების გაუმჯობესებისა და  მართლმსაჯულების თვითმმართველობის მხარდაჭერა“, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ნაწილია,  ფინანსდება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ.

ვიზიტის ერთერთი მთავარი მიზანი იყო პროექტისა და CEPEJ მუშაობის ეროვნული პარტნიორებისთვის წარდგენა. ამიტომ, 22 ივლისს ევროპის საბჭომ ჩაატარა სემინარი CEPEJ მეთოდოლოგიის დეტალურად განმარტების მიზნით, აგრეთვე წარმოადგინა  SATURN -ის რეკომენდაციები სასამართლო მართვის  თაობაზე, მართლმსაჯულებისა და სასამართლოების ხარისხის გაუმჯობესების და CEPEJ -ს სხვა საშუალებების შესახებ. სემინარს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს, მართლმსაჯულების იურიდიული საბჭოს და სხვადასხვა ეროვნული სასამართლოს წარმომადგენლები რათა მიეღოთ ცოდნა CEPEJ-ის შესახებ, განეხილათ აზერბაიჯანში სასამართლო მართვის ეფექტურობასა და ხარისხთან დაკავშირებული მოვლენები და გაეზიარებინათ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება CEPEJ -ს ექსპერტებთან.

შემდეგ მიზანს წარმოადგენდა სასამართლო მომზადების პროგრამის დაწყება, რომელიც დაფუძნებულია ზემოთნახსენებ CEPEJ მეთოდებზე და მიმართულია სასამართლო მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე ხუთ საპილოტე სასამართლოში აზერბაიჯანიდან 2015-2016 წლებში. 21, 23 და 24 ივლისს CEPEJ ექსპერტები ეწვივნენ საპილოტე სასამართლოებს, რომლებიც ჩატარდა იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოს იურიდიული საბჭოს მონაწილეობით, ესენია:

  • ქ. ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლო;
  • ქ. სუმგაითის ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სასამართლო;
  • სუმგაითის საქალაქო სააპელაციო სასამართლო;
  • შექის სააპელაციო სასამართლო;
  • ოგიუზის რაიონული სასამართლო.

ექსპერტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება სასამართლოს მომზადების შესახებ მოხსენებების გაზიარება ეროვნული პარტნიორებისთვის  შემდგომი განხილვის მიზნით. ამ ორწლიანი პროექტის ბოლოს არსებობს მოლოდინი, რომ საპილოტე სასამართლოებში CEPEJ მეთოდების განხორციელების შედეგად მიღებული გაკვეთილები მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლო ადმინისტრაციას და თანამდებობის პირებს. გარდა ამისა, მართლმსაჯულების ეფექტურობა და ხარისხი დაიკავებს სათანადო ადგილს ყველა ეროვნული სასამართლოსი და ცალკეული მოსამართლეების საქმიანობაში და დაინერგება აზერბაიჯანის იუსტიციის აკადემიის სასწავლო პროგრამაში. შედეგად, აზერბაიჯანში გაუმჯობესდება საპილოტე სასამართლოების ფუნქციონირება, რაც სამომავლოდ აისახება მთელი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაზე.

დააწკაპუნეთ ქვემოთ ფოტოზე ვიზიტის ამსახველი დანარჩენი ფოტოების სანახავად.

CEPEJ visit to Azerbaijan courts, July 2015
აზერბაიჯანი 21-24 ივლისს 2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page