Back ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - დაწყება

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - დაწყება

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსწარმატებული პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - მეორე ფაზა მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას საქართველოს ციხეებში, წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში, აგრეთვე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის.

პროექტი 18 თვეს გრძელდება და მიზნად ისახავს საქართველოს ციხეებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამი ძირითადი გამოწვევის დაძლევას. ესენია:

  • სათანადო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა;
  • ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია;
  • შიდა და გარე მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება.

ამ პროექტის მეშვეობით, ევროპის საბჭო განაგრძობს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას პროექტის პირველ ფაზაში მიღწეული შედეგების განმტკიცებაში, რომელთა ამოცანაცაა ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება და დახურული ტიპის დაწესებულებებში ჯანდაცვის გაძლიერება.

პროექტის მმართველი საბჭო პირველად 2016 წლის 18 მაისს შეიკრიბა. ეს არის გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი და პროკურატურა. საბჭოს ფუნქცია პროექტის მიერ მიღწეული პროგრესის მონიტორინგი, განხორციელების პროცესში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შესწორებების განხილვა და სამუშაო გეგმის დამტკიცებაა.

აღნიშნულ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და ევროპის საბჭო და ახორციელებს ევროპის საბჭო პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინისა და ბელორუსიისათვის.  

Tbilisi 18 May 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page