Back ინფორმაცია მედიისთვის: ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოს შესახებ პროექტების შუალედურ შედეგებს წარადგენენ

ინფორმაცია მედიისთვის: ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოს შესახებ პროექტების შუალედურ შედეგებს წარადგენენ

პარასკევს, 28 ოქტომბერს ევროპის საბჭო და ევროკავშირი მედიას წარუდგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში  არსებული პროექტების შუალედურ შედეგებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში არსებულ რვა პროექტს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას,  ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს ციხეებში, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე არჩევნების მხარდაჭერას და ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.  

საქართველოში აღნიშნული 8 პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს დაფინანსებით არსებული "პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს" (PCF) 2015-2017 ფარგლებში და მათ ახორციელებს ევროპის საბჭო. საქართველოში განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროს შეადგენს და გარდა იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც საქართველოშია დაგეგმილი, საქართველო ასევე 14 რეგიონალურ პროექტშიც იღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე მომხსენებლები იქნებიან ბ-ნი კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ბ-ნი იანოშ ჰერმანი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქ-ნი თეა მაისურაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქ-ნი ინგა კუბეცია - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ეროვნული კოორდინატორი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ქ-ნი ევა კონეჩნა - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების კოორდინატორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატში. ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ შესვენების განმავლობაში.

ღონისძიება გაიმართება 2016 წლის 28 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტის ბოლრუმში, მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #13, თბილისი 0108, საქართველო. პროექტების პრეზენტაციის ნაწილი მედიისთვის ღია იქნება 10:00-დან 10:30 საათამდე.  უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

კონფერენციაზე დასასწრებად, სავალდებულოა მედიის წარმომადგენლებმა გაიარონ წინასწარი აკრედიტაცია  ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის თანამშრომელთან ქ-ნ ქეთევან სახელაშვილთან ([email protected] ან ტელ: +995 322913870/71/72/73)

ზოგადი ინფორმაცია

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://eap-pcf-eu.coe.int

საკონტაქტო პირი: ნიკოლა ჰოუსონი, კომუნიკაციის ოფიცერი [email protected], +33 3 88 41 22 39

 

სტრასბურგი/თბილისი 24 ოქტომბერი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page