Back სამუშაო შეხვედრა ინტერნეტ სერვის პროვაიდარებთან

სამუშაო შეხვედრა ინტერნეტ სერვის პროვაიდარებთან

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ევროპის საბჭო ადგილობრივ ბენეფიციარებთან პარტნიორობის ფარგლებში ინტერნეტ სერვის პროვადირებისათვის აწყობს სამუშაო შეხხვედრას თემაზე „ინტერნეტი და ადამიანი უფლებები“. ღონისძიებას დაესწრებიან, როგორც მსხვილი და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერები, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლებიც ტელეკომუნიკაციის სფეროში საქმიანობენ.

ღონისძიების ფარგლებში წამყვანი ევროპელი ექსპერტები მიმოიხილავენ ინტერნეტ სერვის პროვაიდერებისათვის ახალ გაიდლაინს, რომელიც ევროპის საბჭომ ევროპის ინტერნეტ სერვისს პროვაიდერთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიმუშავა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროვაიდერების როლს, ფუნქციასა და პასუხისმგებლობის ფარგლებს დემოკრატიულ და ინფორმაციულ საზოგადოებაში. საუბარი შეეხება ასევე, როგორც ინტერნეტ კონტენტის მოხსნას, ბლოკირებას, ფილტრს, ასევე ინტერნეტ უსაფრთხოების თემებს, როგორიცაა მომხმარებელთა და ბავშვთა უფლებების დაცვა.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტის „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის იმპლემენტაცია დაიწო 2015 წლის იანვარში და მიზნად ისახავს ინტერნეტის შესახებ ნაციონალური კანონმდებლობის და პოლიტიკის ევროპის საბჭოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან შესაბამისობის გაძლიერებაას. ასევე ევროპის საბჭოს ინტერნეტ მმართველობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის შესახებ ხელისუფლების შტოების  ცოდნის ამაღლებას.

თბილისი 26 ოქტომბერი, 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page