Back ერთობლივი ბრძოლა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ

ერთობლივი ბრძოლა კიბერდანაშაულის  წინააღმდეგ

როგორ უნდა ებრძოლონ  აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნები კიბერდანაშაულს ერთად? ეს თემა განიხილება პროექტის დაწყების ღონისძიებაზე ბუხარესტში, რუმინეთი (2015 წ. 9-11 სექტემბერი).

სასამართლო  და  პოლიციის ექსპერტები EAP-ის ექვსი ქვეყნიდან - სომხეთი, აზერბაიჯანი,ბელორუსია, საქართველო, მოლდავეთის რესპუბლიკა და უკრაინა, პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების წარმომადგენლების მხარდაჭერით ჩაატარებენ პროცედურების და ინსტიტუციების დეტალურ განხილვას, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო თანამშრომლობასთან კიბერდანაშაულისა და ელექტრონული სამხილის სფეროში.  

ეს შეხვედრა შედგა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კიბერდანაშაულის წინააღნდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესების  ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში  (Cybercrime@EAP II).

პროექტი ხორციელდება რუმინეთში ევროსაბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ბიუროს მიერ. შეხვედრა პრესისთვის ღია იქნება 9-დან 1 საათამდე ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, სასტუმროში „Novotel“. სხდომის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მის ვებგვერდზე

პრეს კონტაქტი: ესტელ სტეინერი, ტელ. +33 3 88 41 33 35.

headline ბუქარესტში 2015 წ. 9-11 სექტემბერი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page