Back ტრენინგი უკრაინაში ევროპული ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების საკითხებზე

ტრენინგი უკრაინაში ევროპული ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების საკითხებზე

 2015 წლის 13-14 ივლისს, ევროპული ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ჭრილში ანტიდისკრიმინაციის შესახებ სემინარების მესამე და საბოლოო სერია გაიმართა უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის აპარატის წარმომადგენლებისათვის. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, მონაწილეები გაეცნენ ევროპული ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციისა და ევროპული ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მოთხოვნებს ანტიდისკრიმინაციის შესახებ და განიხილეს დისკრიმინაციის რამდენიმე შემთხვევა.

ხსენებული სემინარები ორგანიზებულ იქნა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს პროექტის ფარგლებში "ევროპული ადამიანის უფლებათა სტანდარტების დანერგვის გაძლიერება უკრაინაში". პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ანტიდისკრიმინაციის შესახებ ტრენინგ კურსების მორიგი სერიის ჩატარება უკრაინის პარლამენტის კომისარის აპარატში, 2015 წლის შემოდგომაზე ახალი მიღებული კადრებისათვის.

უკრაინა 13-14 ივლისი, 2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page