Back ადამიანის უფლებების საკითხების შესწავლა უკრაინაში

ადამიანის უფლებების საკითხების შესწავლა უკრაინაში

მეცნიერებისგან და მოქმედი მოსამართლეებისგან შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს უკრაინაში ადამიანის უფლებების სფეროში მომზადების დისტანციური სწავლების კურსს იურისტებისათვის (HELP) თემაზე „სამხილი და მტკიცებულება“. ეს კურსი შეიცავს ლექციებს, პრეზენტაციებს, სასამართლო პრაქტიკის შესწავლას და ვიზუალურ მასალას.

სხვა HELP დისტანციური სწავლების კურსები: „ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის გაცნობა“;  „ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში მიმართვის დაშვებულობის კრიტერიუმები“;   „სასამართლოს განხილვის წინ ჩატარებული გამოძიება ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის გათვალისწინებით“;   „განზრახ სასტიკი მოპყრობა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის განმარტებით“  ასევე ხელმისაწვდომი იქნება  უკრაინის იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებისათვის.

სწავლების ეს კურსები ევროკავშირის და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „უკრაინაში ევროპის ადამიანის უფლებების სტანდარტების იმპლემენტაციის გაძლიერების“ ნაწილია.  ეს პროექტი შედის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოში სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდავეთის რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან და ფინანსდება ევროკავშირის და ევროსაბჭოს მიერ.

Strasbourg 15 აგვისტო 2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page