Back მოლდავეთის ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა: რეკომენდაციების ერთობლივი განხორციელება

მოლდავეთის ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა: რეკომენდაციების ერთობლივი განხორციელება

2015 წლის 7 აგვისტოს შედგა ექსპერტთა მეორე ვიზიტი  კიშინიოვში ევროკავშირის და ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში: „მოლდავეთის რესპუბლიკაში მართლმსაჯულების ეფექტურობის გაძლიერება და იურისტთა პროფესიის მხარდაჭერა“.  ეს ვიზიტი მოჰყვა შეფასებით ვიზიტს, რომელიც შედგა ივნისში.  ვიზიტის მიზანი იყო  ექსპერტების რეკომენდაციების  შესრულების გეგმის განხილვა და შეთანხმება.

სხდომა გახსნა მოლდავეთის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქ-მა ნინა ლოზამ, რომელმაც შეფასება მისცა ევროკავშირის და ევროსაბჭოს ერთობლივ მხარდაჭერას; მიღებული გამოცდილება ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო მისი კოლეგებისთვის.

სხდომის დროს ექსპერტებმა წარმოადგინეს დასკვნები და რეკომენდაციები, რის შემდეგაც გაიმართა დარგობრივი ინტერაქტიური სემინარები, სადაც ადგილი ჰქონდა აზრთა გაზიარებას და დებატებს რეფორმების პრიორიტეტების შესახებ შემდეგ სფეროებში: იურისტთა მომზადება, ადვოკატთა ასოციაციის მართვა, იურისტთა ეთიკა და დისციპლინა, კლიენტის კონფიდენციალობის დაცვა დისციპლინარული პროცედურების დროს.

 დებატებში და კონსულტაციებში აქტიურად მონაწილეობდნენ  მოლდავეთის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ასოციაციის საბჭოს და კომისიის წევრები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ქალთა იურისტთა ასოციაცია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურისტები იურისტებისთვის ჯგუფი და სხვები.  იურისტთა თვითმმართველობის საჭირბოროტო საკითხების ანალიზის შედეგად გამოინახა შიდა პროცედურებისა და ინსტიტუციების მოდერნიზაციის ოპტიმალური გზები.

დაისახა გეგმა იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებიც საჭიროა  მოლდავეთის ადვოკატთა ასოციაციის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებისთვის.  მომდევნო თვეების განმავლობაში პროექტი განაგრძობს მოლდაველი კოლეგების მხარდაჭერას მოქმედების გეგმის განხორციელებაში.

პროექტის „მოლდავეთის რესპუბლიკაში მართლმსაჯულების ეფექტურობის გაძლიერება და იურისტის პროფესიის მარდაჭერა“  კომპონენტი „მოლდავეთის ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“ ფინანსდება სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან,  მოლდავეთის რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოში.  ევროპის კავშირი და ევროპის საბჭო პარტნიორობას უწევენ  სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს,  მოლდავეთის რესპუბლიკას, უკრაინას და ბელორუსიას და ხელს უწყობენ მათ ევროსაბჭოს სტანდარტების მიღწევაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარგში და მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებაში.  

კიშინიოვში 2015 წლის 7
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page