Back საერთაშორისო კონფერენცია საკონსტიტუციო სასამართლოების თემაზე

საერთაშორისო კონფერენცია  საკონსტიტუციო სასამართლოების თემაზე

როგორ ურთიერთობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლო საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან? როგორ ინიშნებიან მოსამართლეები და როგორ მტკიცდება ბიუჯეტი? 

მოლდავეთის  საკონსტიტუციო სასამართლო და ვენეციის კომისია  ამ საკითხებს, ისევე როგორც იმას თუ როგორ სრულდება საკონსტიტუციო  სასამართლოს გადაწყვეტილებები,  განიხილავენ საერთაშორისო კონფერენციის დროს ‘ საკონსტიტუციო სასამართლოს ურთიერთობები სხვა საჯარო უწყებებთან’, რომელიც კიშინიოვში გაიმართება 2015 წლის 24-25 სექტემბერს.

კომფერენცია ორგანიზებულია სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან,  მოლდავეთის რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან ევროკავშირის და ევროსაბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოში.  ეს პროექტი ფინასდება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ და განხორციელდება ევროსაბჭოს მიერ.

ვენეციის კომისია გახლავთ ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანო, რომელის შედგება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან საკონსტიტუციო კანონის დარგში. ის შეიქმნა 1990 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. კომისიის ოფიციალური სახელია ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის გზით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სხდომა ტარდება  ვენეციაში, იტალია, წელიწადში ოთხჯერ, მას ჩვეულებრივ უწოდებენ ვენეციის კომისიას.

კიშინოვის, მოლდოვას 24-25 სექტემბერი 2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page