Back საინფორმაციო შეხვედრები სომხურ და თურქულ ენოვან მოსახლეობისთან

საინფორმაციო შეხვედრები სომხურ და თურქულ ენოვან მოსახლეობისთან

2015 წლის 29 და 30 ივნისს ევროსაბჭოს ორგანიზებით და ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ჩატარდა ორი საინფორმაციო შეხვედრა წალკის, ახალქალაქის და ნინოწმინდას სომხურ და თურქულენოვან მოსახლეობასთან რეგიონალური და ეროვნული უმცირესობების ენების ევროპის ქარტიის გასაცნობად.

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სომხურ და თურქულენოვან მოსახლეობას აუხსნეს თუ როგორ დაეხმარება მათ ქარტია საკუთარი ენის დაცვაში. სომხურ და თურქულენოვან მოსახლეობას ასევე მიეცა შესაძლებლობა წარედგინათ მიმდინარე მდგომარეობა და საშუალოვადიანი პერსპექტივა ენებთან მიმართებაში.  

  განხილვის დროს სომხურ და თურქულენოვანი მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ქარტიის რატიფიცირებას საქართველოს მიერ.

1999  წელს ევროსაბჭოში შესვლისას საქართველომ აიღო ვალდებულება ქარტიის ხელმოწერის და რატიფიცირების შესახებ. როგორც ევროსაბჭოს ერთერთი საკვანძო კონვენცია, ქარტია მიზნად ისახავს უმცირესობების ენების დაცვას როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის.

შეხვედრა შედგა ევრიკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „ საქართველოში ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია და ევროპული ქარტია რეგიონალური ან უმცირესობის ენებისთვის“. 2015 წლის ივლისში მსგავსი ღონისძიებები ჩატარდება ახმეტაში და ყვარელში (კახეთის რეგიონი) ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურენოვანი მოსახლეობისთვის და ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისთვის.

წალკის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის, საქართველო 29-30 ივნისი 2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page