Back ეთიკური და დისციპლინარული საკითხები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამართლებრივ ჩარჩოებში

ეთიკური და დისციპლინარული საკითხები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამართლებრივ ჩარჩოებში

საქართველოს ადვოკატთა ეთიკისა და დისციპლინარული საკითხების მარეგულირებელ წესებში აღმოჩენილი იქნა ხარვეზები. ევროპელმა ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს აზრთა გაცვლაში მრგვალი მაგიდის ირგვლივ საქართველოს ადვიკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებთან, აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.

მრგვალი მაგიდა შედგა თბილისში 19 აგვისტოს, მისი მიზანი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რეგულაციებში ხარვეზებისა და შეცდომაში შემყვანი მუხლების აღმოჩენა, და რაც მთავარია, ამ ხარვეზების აღმოფხვრის სწორი გზის მონახვა და რეგულაციების ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ევროსაბჭოს ექსპერტმა, ბ-მა ჯოს უიტდეჰააგმა წარმოადგინა სამართლებრივი დილემის შესაძლო გადაწყვეტა. როგორც ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროსაბჭოს მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატთა ასოციაციის  რეგულაციების შესწორების პროცესში. 

ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა იმ საკითხთა დეტალური  ჩამონათვალი, რომლებიც დგას კომისიის წენაშე სამართლებრივი ჩარჩოების მოუქნელობის გამო. მრგვალი მაგიდის განხილვის დროს საფუძველი ჩაეყარა ახალ კონცეპციებს საგამოძიებო იურისტთა ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით GBA ეტიკის კომისიის ფარგლებში. მიუხედავად რამოდენიმე საწინააღმდეგო პოზიციისა, ყველა მონაწილე შეთანხმდა იმაზე, რომ ეთიკის კომისიას  „უნდა შეეძლოს სისტემის შექმნა, რომელიც მუშაობს თავისით  და არ არის დამოკიდებული რამოდენიმე პიროვნების მუშაობაზე“. 

მონაწილეები შეთანხმდნენ აქტიური მუშაობის დაწყების შესახებ საკანონმდებლო/მარეგულირებელ ცვლილებებთან  დაკავშირებით, ევროსაბჭოს ექსპერტმა ბ-მა  უიტგეჰააგმა წარმოადგინა არსებული სისტემის საბოლოო შეფასება და მისი შესწორების კონკრეტული გზები. ევროსაბჭო თვალს ადევნებს ამ პროცესს და წარმოადგენს კონკრეტულ შეთავაზებებს, რომლებიც აისახება საკანონმდებლო/მარეგულირებელ სისტემაზე.    

აღნიშნული მრგვალი მაგიდა გაიმართა ერთობლივი პროექტის ფარგლებში „საქართველოს იურისტთა ასოციაციის  მხარდაჭერა“, რომელიც ფინასდება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ  სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან,  მოლდავეთის რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოში. ევროპის კავშირი და ევროპის საბჭო პარტნიორობას უწევენ  სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, მოლდავეთის რესპუბლიკას, უკრაინას და ბელორუსიას და ხელს უწყობენ მათ ევროსაბჭოს სტანდარტების მიღწევაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარგში და მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებაში. 

თბილისი 19 აგვისტო 2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page