Back ევროპული ქარტიის სემინარი რეგიონალური ან უმცირესობების ენებისთვის (ECRML)

ევროპული ქარტიის სემინარი რეგიონალური ან უმცირესობების ენებისთვის (ECRML)

2015 წლის 6-7 ივნისს ევროსაბჭომ ჩაატარა სემინარი უმცირესობების და კავკასიური ენების საკითხებზე მომუშავე ექპერტებისთვის, მეცნიერებისთვის და ლინგვისტებისთვის, მათთვის ობიექტური ინფორმაციისა და ECRML დებულებების შინაარსის  მიწოდების მიზნით, განიხილეს უმცირესობების სახელმწიფო პოლიტიკასა და სტრატეგიაში ინტეგრაციის საკითხები, ისევე როგორც უმცირესობების ენების სკოლებში სწავლებასთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენები.

მონაწილეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოს კანონპროექტი სახელმწიფო ენის შესახებ და მისი ურთიერთკავშირი ქარტიასთან. განხილვის დროს მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მიერ ქარტიის ხელმოწერას. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში  „ საქართველოში ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია და ევროპული ქარტია რეგიონალური ან უმცირესობების ენებისთვის“.

საქართველო 6-7 ივნისი 2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page