Back ქართველი მოსამართლეების სამუშაო ვიზიტი ადამიანის უფლებების შესწავლის მიზნით

ქართველი მოსამართლეების სამუშაო ვიზიტი ადამიანის უფლებების შესწავლის მიზნით

14-16 სექტემბერს ქართველი მოსამართლეების დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვევა ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოს.

ამ სამუშაო ვიზიტის მიზანია მოსამართლეების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის სტანდარტების და მათი გამოყენების საკითხებში. ის აგრეთვე აძლევს ქართველ მოსამართლეებს შესაძლებლობას განიხილონ პრეცედენტული სამართლის ბოლო მოვლენები, ისევე როგორც ევროპის საბჭოს ორგანოების ფუნქციონირება.

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია ერთობლივი პროექტის ფარგლებში ‘ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის გამოყენება, ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ევროპის სტანდარტების შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა საქართველოში’, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, მოლდავეთის რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში. 

 

ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოს ვებგვერდი

ადამიანის უფლებების შესწავლის ვებგვერდი იურისტებისთვის

ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოს ვებგვერდი

სტრასბურგში 14-16 სექტემბერს 2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page