Back ვპასუხობთ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების საჭიროებებს - სემინარი ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მართვის საკითხებზე

ვპასუხობთ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების საჭიროებებს - სემინარი ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მართვის საკითხებზე

30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტებმა დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მართვის საკითხებზე,3 დღიანი სემინარი ჩაატარეს. სემინარის მონაწილეებს საშუალება მიეცათ სიღრმისეულად გაცნობოდნენ ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრების შეფასებისა და მკურნალობის, დაწესებულებაში შესვლისას მათი სამედიცინო შემოწმების, სუიციდისა და თვითდაზიანების პრევენციის თანამედროვე მიდგომებსა და ც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს.

ღონისძიება წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს იმ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში, ფსიქიკური და პიროვნული აშლილობების გამო, 450 მილიონი ადამიანი იტანჯება. აღნიშნული შემთხვევები განსაკუთრებით ციხეებშია გავრცელებული.. ბევრი მსგავსი ტიპის დარღვევა პატიმრებს ციხეში შესვლამდეც აღენიშნებათ, თუმცა შესაძლებელია მათი კიდევ უფრო გამწვავება დაპატიმრებასთან დაკავშირებული სტრესის დროს. . ამასთან, ფსიქიკური დარღვევები შესაძლებელია განვითარდეს პატიმრობის პერიოდში, როგორც ციხის ცხოვრების ნეგატიური გავლენის შედეგი  რაც უფრო მეტად მძიმდება ცუდი საპატიმრო პირობებით, ზედმეტად მკაცრი რეჟიმით, გარე სამყაროსთან არასაკმარისი კონტაქტით, პატიმრებისა და, ზოგ შემთხვევაში, ციხის პერსონალის მხრიდან ძალადობის შესაძლო შემთხვევებითაც კი. ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების საჭიროებების გათვალისწინება ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ უმტკივნეულო დაბრუნებას და აძლიერებს მომავალში მათი დეკრიმინალური ცხოვრების შანსებს.

ღონისძიება გაიმართა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშომლობის ნაწილია.

Tbilisi 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page