Back კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებისა“ და „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ პროექტების ფარგლებში  ევროპის საბჭო იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად ატარებს ტრენერთა ტრენინგს კიბერდანაშაულის თემაზე.

ღონისძიების ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტები მიმოიხილავენ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას, მათ შორის ევროპის საბჭოს ბუდაპეშტის კონვენციას კიბერდანაშაულის შესახებ. დისკუსია შეეხება ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრინცეპებსა და სტანდარტებს.

აღნიშნული ტრენინგი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მხარდაჭერის გაგრძელებას, რომელიც ითვალისწინებს კიბერ დანაშაულთან დაკავშირებით მოსამართლეებისათვის კურიკულუმის შემუშავებას, სადაც უცხოელი ექსპერტი და  ოთხი ქართველი მოსამართლე იყო ჩართული.  ტრენერთა ტრენინგის შემდეგ ჩატარდება ე.წ. პილოტური ტრენინგი, რომელსაც ევროპის საბჭოს ექსპერტები დააკვირდებიან და შეაფასებენ. ზემოაღნიშნული სწავლების ციკლი საშუალებას მისცემს იუსტიციის უმაღლეს სკოლას, რომ მომავალში თავად ჩაატაროს კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ტრენინგები .

ღონისძიება დაფინანსებულია ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით“ ფარგლებში და ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

Tbilisi 23 February 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page