Back ყოველწლიური შეხვედრა რეგიონული ქსელის თვითრეგულირების ორგანოებისა

ყოველწლიური შეხვედრა რეგიონული ქსელის თვითრეგულირების ორგანოებისა

სასტუმროლეო გრანდი”, კიშინოვი, მოლდოვა, 2-3 მარტი, 2017

ევროპის კავშირის დაფინანსებული ევროპის საჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალიზმის გაძლიერებარეგიონალური თვითრეგულაციის ორგანოს ქსელის მხარდაჭერის გზით“ ფარგლებში ევროპის საბჭო ორგნიზებას უწევს რეგიონული ქსელის თვითრეგულირების ორგანოების ყოველწლიურ შეხვედრას. ღონისძიებას დაესწრებიან აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის თვითრეგულაციის ორგანოს წარმომადგენლები.

ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში თვითრეგულაციის ქსელის წევრები წარმოადგენენ თავიანთ მედია სფეროში არსებულ ძირითად მიგნებებს და განიხილავენ შესაბამისს გამოწვევებს. ღონისძიების მონაწილეების მიერ მედიის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა გაშუქებასთან დაკავშირებული პრობლემების, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეძენილი გამოცდილების დეტალური განხილვა მოხდება. მედიის თვითრეგულაციის ქსელის წარმომადგენლები იმსჯელებენ თუ როგორ შეუწყონ ხელი ქსელის ფარგლებში ახალ შექმნილ  ტრანსსაზღვრო სასარჩელო მექნამიზს.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალიზმის გაძლიერება რეგიონალური თვითრეგულაციის ორგანოს ქსელის მხარდაჭერის გზის“ ფარგლებში.  პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის თვითრეგულაციის ორგანოებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის დამყარება, მათ შორის ინფორმაციისა და გამოცდილების რეგულარული გაზიარების უზრუნველყოფა, რათა გაუმჯობესდეს მათი ხილვადობა, მნიშვნელობა და ეფექტურობა. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული ტრანსასაზრვრო სასარჩელო მექანიზმის გაუმჯობესებას და რეგიონალური თვითრეგულაციის ქსელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას.

 

Chisinau 28 February 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page