Back ადამიანის უფლებების განხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტის წევრების მიერ

ადამიანის უფლებების განხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტის წევრების მიერ

21-22  სექტემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის პარლამენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ სემინარში, სადაც განიხილავენ ეროვნული პარლამენტების როლს ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში. პარლამენტის წევრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდავეთის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, ასევე ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოებიდან განიხილავენ კანონპროექტების ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციასთან შესაბამისობას და პარლამენტების როლს ადამიანის უფლებების ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტურ აღსრულებაში; შედგება შეხვედრები დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ამ დარგში.

პირველი რეგიონალური სემინარი ჩატარდება თბილისში, საქართველოში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში სომხეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან,  მოლდავეთის რესპუბლიკასთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან.

ინტერვიუ ბ-ნ კლაას დე ვრიესთან, რომელიც გახლავთ ნიდერლანდების სენატორი, ECHR PACE-ში მოსამართლეების არჩევის კომისიის თავჯდომარე და მომხსენებელი ECHR-ს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის შესახებ;

  ინტერვიუ ქ-ნ ეკა ბესელიასთან, რომელიც გახლავთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე.

თბილისი, საქართველო 21-22 სექტემბერი 2015
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page