Photo competition
UPDATE 15 December 2020

The submissions for the photo competition are closed. Thank you for your participation. The selection process in ongoing and the winners will be contacted in the coming weeks.

հայերէնazərbaycancaenglishქართულიromânăрусскийукраїнська

რას ნიშნავს „თანასწორობა“, „დისკრიმინაციის აკრძალვა“, „მრავალფეროვნება“, „თანაცხოვრება“, „უმცირესობების ინკლუზია“, „გენდერული თანასწორობა“ თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის?

გაგვიზიარე მოსაზრება შენ მიერ გადაღებული ფოტოებით და მიიღე მონაწილეობა ფოტოკონკურსში #PGG4Citizens:

“ჩემი მომავალი დისკრიმინაციის გარეშე”


 გადაიღე ფოტოები აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთში ან უკრაინაში.

 საუკეთესო ფოტოები გამოქვეყნდება ევროპის საბჭოს არხების საშუალებით

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფოტოების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 4 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის ღამის 12 საათამდე (ცენტრალური ევროპის დროით).

  1. მოიმარჯვე ტელეფონი ან ფოტოაპარატი;

  2. ფოტო დაასათაურე ან დაურთე აღწერა ინგლისურ ენაზე, მაქსიმუმ 40 სიტყვა;

  3. ფოტო ტექსტთან ერთად გააზიარე ინსტაგრამზე, ჰეშთეგით #PGG4Citizens და მონიშნე ევროპის საბჭოს ინსტაგრამ გვერდი @councilofeurope

 

კონკურსის შესახებ

ღონისძიების „მოქალაქეთა ყოფის გაუმჯობესება უკეთესი მმართველობის გზით“ ფარგლებში, რომელიც ტარდება პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში, გიწვევთ, გაგვიზიაროთ თქვენი ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის დისკრიმინაციისგან თავისუფალი მომავლის შესახებ.

 

#PGG4Citizens ფოტოკონკურსი “ჩემი მომავალი დისკრიმინაციის გარეშე“ მიზნად ისახავს:

  • რეგიონში აამაღლოს ცნობიერება და ჩართულობა ადამიანის უფლებებთან, კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებით;
  • წაახალისოს მრავალფეროვნება, თანასწორობა და მათთან დაკავშირებული ნარატივები, დისკრიმინაციასთან, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლის მიზნით;
  • აამაღლოს ცნობიერება ევროკავშირის/ევროპის საბჭოს პარტნიორობის, შესაბამისი აქტივობებისა და ძირითადი გზავნილის შესახებ, რომლის თანახმადაც „ევროკავშირი და ევროპის საბჭო თანამშრომლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, კარგი მმართველობის ხელშეწყობის და მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით.“

კონტექსტი:

პროგრამის "პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის" (PGG) საშუალებით, ევროკავშირი და ევროპის საბჭო თანამშრომლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მმართველობის გასამტკიცებლად. PGG უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას, მათი კანონმდებლობის და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის სფეროებში.

პროგრამის ერთ-ერთ ძირითადი ამოცანაა დისკრიმინაციასთან ბრძოლა. განხორციელებული ღონისძიებები ყურადღებას ამახვილებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოწყველადი ჯგუფების - მაგალითად, უმცირესობების, ბოშების და ლგბტი ადამიანების - უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე. პროგრამა მიზნად ისახავს დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და სიძულვილის ენით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერას და „თანასწორობის ორგანოების“ და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების განმტკიცებას, რათა ისინი დაეხმარონ მოწყველადი ჯგუფების წარმომადგენელ ადამიანებს, შესაბამის არა-სამართლებრივი დაცვის მექანიზმების საშუალებით დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელების აღძვრაში.


ფოტოების შესახებ

ფოტოები კონკურსისთვის „ჩემი მომავალი დისკრიმინაციის გარეშე“ უნდა გადაიღოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ რომელიმე ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

ფოტოები შთაგონებული უნდა იყოს ისეთი საკვანძო სიტყვებით, როგორიცაა „თანასწორობა“, „დისკრიმინაციის აკრძალვა“, „მრავალფეროვნება“, „თანაცხოვრება“, „უმცირესობების ინკლუზია“, „გენდერული თანასწორობა“.

ფოტოების გადაღება შესაძლებელია ფოტოაპარატით ან ტელეფონით.


წესები

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიღონ ფოტო და გააზიარონ ინსტაგრამის ან ფეისბუქის გვერდზე, სათაურით ან წარწერით, რომლის მოცულობაც არ აღემატება 40 სიტყვას. ტექსტი შედგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე ჰეშთეგით #PGG4Citizens.

ფოტოს ინსტაგრამზე გამოქვეყნების შემთხვევაში, მონიშნეთ ევროპის საბჭოს ინსტაგრამ გვერდი და სურათის აღწერაში დაამატეთ “@councilofeurope


მონაწილეობის პირობები

Tკონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს, რომელიც ცხოვრობს ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთში ან ბელარუსში.


დამატებითი წესები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა

*Participants must be the sole authors of their work. Participants must obtain the consent for the use of the photos, from the persons featured in them, in accordance with the applicable laws and comply with any other relevant legislation when producing their photographs.

Photographs that may, in any form or manner, offend the values of the Council of Europe will be automatically excluded from the competition.

არ უნდა იყოს ვრცლად დამუშავებული.

პირს/ორგანიზაციას უფლება აქვს, წარმოადგინოს მაქსიმუმ 3 ნამუშევარი


კონკურსში მონაწილეობის ვადები

ფოტოები ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე უნდა განთავსდეს 2020 წლის 4 ოქტომბრის ღამის 12 საათიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ღამის 12 საათამდე (ცენტრალური ევროპის დროით).


გამარჯვებულები

გამარჯვებულებს შეარჩევს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის 5 წარმომადგენლისგან შემდგარი ჟიური, კრეატიულობისა და ფოტოს რელევანტურობის მიხედვით. ჟიური, ასევე, მხედველობაში მიიღებს სოციალურ ქსელებში ფოტოს „მოწონებების“ რაოდენობას.


ჯილდო

გამარჯვებულებს დავუკავშირდებით და ვთხოვთ, თავიანთი ფოტოს ორიგინალი გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected].

საუკეთესო ფოტოები გამოცხადდება 15 დეკემბერს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ევროპის საბჭოს სერტიფიკატი. ამასთან, საუკეთესო ფოტოები და გამარჯვებულთა ვინაობა გამოქვეყნდება PGG-ის ვებ-გვერდზე.

კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო ფოტოები, შესაძლოა, გამოიფინოს ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ოფისებში და აღმოსავლეთ პარტნიორობის და PGG-ის სამომავლო ღონისძიებებზე. ფოტოები, შესაძლოა, ასევე, გამოყენონ ინფორმაციული მასალებისთვის (ბროშურები, პოსტერები, ფლაერები...) და ონლაინ კომუნიკაციისთვის (მათ შორის, სოციალურ მედიაში).

*Photographers retain all copyrights to their images. Winners will grant a royalty-free licence to the Council of Europe to publish and/or exhibit the contest entries in any format to congratulate or feature the winners and their respective images, and to promote future events, as well as for awareness-raising purposes for the work of the Council of Europe and the European Union. Winners will be asked to enter into a license agreement with the Council for the above purposes.


კითხვები

კონკურსის შესახებ ნებისმიერი კითხვა გამოაგზავნეთ მისამართზე: [email protected].