հայերէնazərbaycancaenglishქართულიromânăрусскийукраїнська

დაამატე შენი მოსაზრება ჩვენს კვლევას/კითხვარს... და წვლილი შეიტანე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტების შემუშავებასა და გაუმჯობესებაში.

გაგვიზიარე შენი მოსაზრებები და იდეები ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტების შესახებ. შეავსე ქვემოთ წარმოდგენილი ფორმა.

თქვენი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის „ევროკავშირის შედეგების“ ფარგლებში სამომავლო პრიორიტეტებზე მუშაობისას.

წინადადებებისა და იდეების მოკლე შინაარსი გამოქვეყნდება სოციალური მედიით და PGG ვებ-გვერდზე, ღონისძიების ჩატარებიდან შემდეგ.

ინდივიდუალურ პასუხებზე წვდომა ექნება მხოლოდ PGG გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია წინადადებების ყუთის მართვაზე. PGG გუნდი მოამზადებს კონსოლიდირებულ, ანონიმურ ანგარიშს მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე. შესაბამისად, ნებისმიერ დაწესებულებას/პირს მხოლოდ ანონიმურ მონაცემებზე ექნება წვდომა. ინდივიდუალური პასუხი წაიშლება მას შემდეგ, რაც მომზადდება შემაჯამებელი ანგარიში.“