հայերէնazərbaycancaenglishქართულიromânăрусскийукраїнська
ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG) ფარგლებში, ევროკავშირი და ევროპის საბჭო თანამშრომლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა), რათა:
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში;
  • გაიზარდოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობა, შიდა რეფორმების განხორციელების კუთხით.

PGG 2019-2021 ყურადღებას ამახვილებს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია.

5-7 ოქტომბერს გაიმართ ონლაინ კონფერენცია „მოქალაქეთა ყოფის გაუმჯობესება უკეთესი მმართველობის გზით“, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოება:

 

  • გაეცნო ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კარგი მმართველობის ხელშეწყობის შესახებ;
  • გაეცნო მოქალაქეთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს;
  • მოისმინ, თუ რა წვლილი შეაქვს PGG-ს 2020 წლისთვის ევროკავშირის მიზნების და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქმედო გეგმების განხორციელებაში;
  • მიიღო ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გაიმართა პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში
  • მონაწილეობა მიიღო PGG პროგრამის ფარგლებში და 2020 წლის მიღმა განსახორციელებელი სამომავლო ღონისძიებების შესახებ დისკუსიაში

 

PGG-ის ონლაინ ღონისძიების დროს დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენელთა მოსაზრებები, მათ შორის: ევროპის საბჭოს გენერალური მდივნი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი; ევროკავშირის კომისრის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისა და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

კონფერენციის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღე საპანელო დისკუსიებში, რომელიც პირდაპირ ეთერში გაიმართა და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და გამოხატეს მოსაზრებები, იდეები, ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ:

  •   წვლილი შეეტანათ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტების შემუშავებასა და განსაზღვრაში, წინადადებების ყუთში მათი მოსაზრებების დამატების გზით.
  •   დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეემოწმებინათ ცოდნა PGG-ის შესახებ
  •  მიეღოთ მონაწილეობა ფოტოკონკურსში.