Back ინფორმაცია მედიისთვის: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპის საბჭო წარადგენს ინფორმაციას 2015-2017 წლებში საქართველოში განხორციელებული ერთობლივი პროექტების შედეგების შესახებ

shutterstock.com

shutterstock.com

პარასკევს, 3 ნოემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპის საბჭო მედიის წარმომადგენლებს  საქართველოში განხორციელებული ერთობლივი პროექტების შედეგების შესახებ  ინფორმაციას წარუდგენენ.  

2015-2017 წლებში საქართველოში რვა პროექტი განხორციელდა, რომელთა ბიუჯეტმაც 3.7 მილიონი ევრო შეადგინა. ბიუჯეტის 90% დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო 10% კი - ევროპის საბჭოს მიერ.  პროექტები შეეხებოდა (1) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; (2) ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას; (3) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელშეწყობას; (4) ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესება; (5) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; (6) მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ხელშეწყობას; (7) ინტერნეტ თავისუფლების დაცვას (8) ასევე არჩევნების მხარდაჭერას.

ამ პროექტების გარდა, საქართველო ასევე მონაწილეობა მიიღო 14 რეგიონალურ ინიციატივაში.

 ფაქტები საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგების შესახებ
 ფაქტები რეგიონალური პროექტების შედეგების შესახებ, რომელშიც საქართველო მონაწილეობდა

დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვინსენტ რეი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, კრისტიან ურსე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელძღვანელი, ინგა კუბეცია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ‘პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის’  ეროვნული კოორდინატორი გახსნიან პრეზენტაციათა ნაწილს და მედიის კითხვებს უპასუხებენ.

პრეზენტაცია გაიმართება პარასკევს, 2017 წლის 3 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისში, 26 მაისის მოედანი 1. უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა.

სავალდებულოა მედიის წარმომადგენლების წინასწარი აკრედიტაცია. მედიის წარმომადგენლების აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისში, საკონტაქტო პირი:  ნინო ხელაძე, +995 322913870/71/72/73

დათქმა:

უფრო დეტალური ინფორმაცია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ‘პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის’ შესახებ იხილეთ http://eap-pcf-eu.coe.int/georgia

მედიასთან საკონტაქტო პირი:   ტატიანა ბაევა, +33 685 11 64 93

headline თბილისი წლის 30 ოქტომბერი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page