PCF activities in Georgia
Projects in Georgia

 ევროპის საბჭოს/ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამული ჩარჩოს ფარგლებში განხორციელებული პროექტების შუალედური შედეგები (2015-2017 წწ.)

საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის პროექტი

საქართველოში მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ამაღლება

საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებით

საქართველოში საარჩევნო პროცესებში მონაწილე მხარეების მხარდაჭერა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველო

ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია

ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II

films on projects in georgia

Back Interview with Megi Tabatadze, National Coordinator for Georgia, Ministry of Foreign Affairs

Strasbourg 14 April 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
COE monitoring

ადამიანის უფლებათა კომისარი

მისი მანდატის ნაწილის სახით, კომისარი ახორციელებს ქვეყნებში ვიზიტებს, რათა მოახდინოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი და გამართოს დიალოგი ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

 საქართველოში ვიზიტის ანგარიშები და დოკუმენტები

 

ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) ახორციელებს წევრი სახელმწიფოების მიერ ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგს, რათა გააუმჯობესოს მისი წევრების კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისუნარიანობა.

 შეფასებები

 

ბრძოლა ფულის გათეთრების წინააღმდეგ

MONEYVAL-ის ექსპერტთა კომიტეტი აფასებს ქვეყნის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიღებული ზომების ეფექტურობას ევროპის საბჭოს იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც არ არიან ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) წევრები. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც MONEYVAL-ის წევრები არიან, მაგრამ შემდგომში გახდნენ FATF-ის წევრები შეუძლიათ აირჩიონ MONEYVAL-ის სრული წევრობის შენარჩუნება. წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებსა და სხვა წევრობის არმქონე სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან FATF-ის წევრები გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი წევრობის შესახებ.

 საქართველოს MONEYVAL პროფილი

 

დემოკრატია კანონის მეშვეობით

ევროპული კომისია დემოკრატიისათვის კანონის მეშვეობით - ვენეციის კომისია - წარმოადგენს მრჩეველ ორგანოს საკონსტიტუციო საკითხებზე, რომელიც წამყვან როლს თამაშობს კონსტიტუციების მიღებაში, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროპის კონსტიტუციური მემკვიდრეობის სტანდარტებს

  დოკუმენტები საქართველოს შესახებ

 

სოციალური უფლებების დაცვა

ევროპული სოციალური ქარტია წარმოადგენს ევროპის საბჭოს შეთახმებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა დაცვას. იგი მიღებულ იქნას 1961 წელს და შესწორებულ იქნა 1996 წელს. სოციალურ უფლებათა ევროპული კომისია განაგებს ევროპულ სოციალურ ქარტიასთან, 1988 წლის დამატებით ოქმსა და შესწორებულ ევროპულ სოციალურ ქარტიასთან სახელმწიფოებში სიტუაციის შესაბამისობას.

 საინფორმაციო ბიულეტენი - საქართველო და ევროპული სოციალური ქარტია
 სოციალურ უფლებათა ევროპული კომისიის დასკვნები

 

ეფექტური მართლმსაჯულების ევროპული კომისია (CEPEJ)

CEPEJ-ის მიზანია წევრ სახელმწიფოებში მართლმსაჯულების ეფექტურობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესება.

 ქვეყნის პროფილი საქართველოსთვის

 

ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭო (CCPE)

ეს მინისტრთა კომიტეტის საკონსულტაციო ორგანო ამზადებს შეხედულებებს, ხელს უწყობს სისხლის სამართლის სისტემაში სახელმწიფო ბრალდების როლის შესახებ რეკომენდაციის (2000)19 შესრულებას და აგროვებს ინფორმაციას ევროპაში პროკურატურის სამსახურების ფუნქციონირების შესახებ.

 ქვეყნის პროფილი საქართველოსთვის

 

წამების პრევენცია

ევროპული კომისია წამების პრევენციისათვის ახორციელებს ვიზიტებს დაკავების ადგილებში (არასრულწლოვანთა და ემიგრანტთა დაკავების ადგილებში, პოლიციის განყოფილებებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში), რათა შეაფასოს თუ როგორ ეპყრობიან თავისუფლება აღკვეთილ პირებს.

   ვიზიტები და ანგარიშები

 

ბრძოლა რასიზმის წინააღმდეგ

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) წარმოადგენს დამოუკიდებელ მონიტორინგის ორგანოს, რომელიც წევრ სახელმწიფოებს აწვდის კონკრეტულ და პრაქტიკულ რჩევას თუ როგორ მიუდგნენ რასიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემებს მათ ქვეყანაში.

 ECRI-ის დასკვნები და ანგარიშები საქართველოს შესახებ

 

უმცირესობათა დაცვა

ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვისათვის იძლევა მონიტორინგის სისტემას, რათა შეფასდეს თუ როგორ ხორციელდება შეთანხმების დანერგვა მხარე სახელმწიფოებში. საკონსულტაციო კომიტეტი იღებს რეკომენდაციებს თუ როგორ გაუმჯობესდეს უმცირესობათა დაცვა.

 საქართველოს ანგარიში

 

News Reports in Georgia

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა" პროექტის დაწყება

ახალი ამბები Rustavi2 (ქართულად)

ახალი ამბები 1tv არხზე (ქართულად)

national coordinator

ქ-ნი. მეგი ტაბატაძე
მრჩეველი, ევროპის საბჭოს განყოფილება
საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო